ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდა. გადაწყვეტილების მიხედვით, სანქციები რუსეთის ალუმინისა და ნავთობის ექსპორტს დაუწესდება.
პაკეტს მხარი დაუჭირა 27 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელმა და ფორმალურად მას საგარეო საქმეთა მინისტრები 24 თებერვალს მიიღებენ.
ევროკავშირის რიგით მე-16 პაკეტი კრძალავს რუსული ალუმინის პროდუქციის იმპორტსა და ნედლი ნავთობის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს ამკაცრებს. სანქციების მიზანია, შეაჩეროს რუსეთის სპეციალურ ტანკერები, რომლებსაც ის სანქციებისგან გვერდის ავლით ნედლი ნავთობის ექსპორტისთვის იყენებს. ასევე, სანქციები უწესდება რუსეთის 13 ბანკს და უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთისთვის დამხმარე პირებსა და კომპანიებს.