აშშ-პოლონეთი

დუდა: აშშ აღმოსავლეთ ევროპაში ჯარისკაცების რაოდენობას არ შეამცირებს

ანდჟეი დუდა პოლონეთის არმიის დღეზე, 2023 წლის 15 აგვისტო.
prezydent.pl

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დაარწმუნეს, რომ ვაშინგტონი აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების რაოდენობის შემცირებას არ აპირებს. ამის შესახებ დუდამ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"აშშ-ს არ სურს, რომ აქ, ევროპის ჩვენს ნაწილში შეამციროს აქტივობა, განსაკუთრებით უსაფრთხოების მხრივ და არ სურს, რომ შეამციროს ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა. პირიქით, იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევის წყალობით, უკრაინაში ომი დასრულდება". - თქვა დუდამ.

პოლონეთში ვიზიტის შემდეგ კელოგი კიევში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

კომენტარები