გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მსხვილი პაკეტი გადასცა.
სამხედრო დახმარების პაკეტში შევიდა:
- 56 ჯავშანმანქანა MRAP;
- Leopard 1-ის ტიპის ტანკების ჭურვები;
- Marder-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის ტყვია-წამალი;
- ჰაერსაწინააღმდეგო ტანკ GEPARD-ის 41 000 ტყვია;
- საზენიტო სარაკეტო სისტემა IRIS-T SLM-ის რაკეტები;
- ჰაუბიცა Zuzana 2 - 4 ცალი;
- 50 000 ცალი 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვი;
- 2 000 ცალი 122-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვი;
- HF 1 ტიპის 300 უპილოტო საფრენი აპარატი;
- Vector-ის ტიპის 51 მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატი;
- RQ 35 HEIDRUN-ის ტიპის 245 მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატი;
- SONGBIRD-ის ტიპის 29 მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატი;
- HORNET XR-ის ტიპის 14 მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატი;
- ორი ბრონირებული საინჟინრო მანქანა WISENT 1 და მათი სათადარიგო ნაწილები;
- 16 ნაღმის ტრალი;
- 645 ლაზერული შორსმზომი;
- 8 ავტომობილი;
- 74 000 ცალი 40-მილიმეტრიანი ჭურვი;
- MG5 ტიპის 100 ტყვიამფრქვევი;
- HK 416 ტიპის 2 915 შაშხანა;
- MK 556 ტიპის 900 შაშხანა;
- HLR 338 ტიპის მაღალი სიზუსტის 64 შაშხანა ტყვია-წამლით;
- CR 308 ტიპის 150 შაშხანა;
- AK-47 ტიპის 73 ავტომატი;
- 60 მილიონამდე ტყვია პისტოლეტებისთვის;
- 27 800 საველე საბანი;
- 14 000 საძილე ტომარა;
- 37 200 ტურნიკეტი;
პაკეტში არ შევიდა შორი რადიუსის Taurus-ის რაკეტები, რომელთა გადაცემა გერმანიამ კანცლერის არჩევნების შემდეგ შესაძლოა შეწყვიტოს. ბოლო მონაცემებით, კანცლერობის ერთ-ერთ მთავარი კანდიდატი ფრიდრიხ მერცია, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი პაკეტების შემადგენლობა მისი გამარჯვების შემთხვევაში გადაიხედება.




