დასავლეთის სამხედრო დახმარება უკრაინას

ურმას რეინსალუ: უკრაინამ დაპირებული 155 მმ-იანი ჭურვების მხოლოდ მეექვსედი მიიღო

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას რეინსალუ
REUTERS

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ მოკავშირეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაჩქარდეს უკრაინაში საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდება.

"დღეს ჩვენ განვიხილეთ უკრაინისთვის ჭურვების საჭიროება. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ყველა ქვეყნის, ვინც დაჰპირდა ჭურვების მიწოდებას, მაგრამ სიტუაცია ისეთია, რომ როდესაც ვსაუბრობთ 155 მმ ჭურვებზე, უკრაინამ დაპირებულის მხოლოდ მეექვსედი მიიღო". - აღნიშნა რეინსალუმ.

მისი თქმით, ორშაბათს ქვეყნების თავდაცვის მინისტრები 1 მილიონი 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის ერთობლივი შესყიდვის მექანიზმის შექმნის საკითხს განიხილავენ.

”...მთავარია ვიმოქმედოთ რაც შეიძლება ინტენსიურად”. - დასძინა მან.

კომენტარები