ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია ეჭვს არ ტოვებს, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმურობა. ჩვენი ქვეყნის წინსვლის ერთადერთი გზა არის ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. საქართველოს ევროპული მომავალი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.
საქართველო-ევროკავშირი
ზურაბიშვილი: რეზოლუცია ეჭვს არ ტოვებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა არალეგიტიმურია
tbl.ge/72m1
დაკოპირდა

წერს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თავის X-ზე.
13 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მთავრობას დე ფაქტოსა და თვითგამოცხადებულს უწოდებს, არ ცნობს მას და ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს. ამას გარდა, რეზოლუცია ივანიშვილის რეჟიმს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საპროტესტო აქციებზე ძალადობის შემთხვევების გამოძიებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას მოუწოდებს.
საქართველო-ევროკავშირიევროკავშირიევროპარლამენტიევროპარლამენტის რეზოლუციაივანიშვილის რეჟიმისალომე ზურაბიშვილიქართული ოცნება
ამავე თემაზე
- უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა EU-ს და წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს
- არ გახდება კვლავ EU მშვიდობის პროექტი? ეს გააღრმავებს ევროსკეპტიციზმს - მათიკაშვილი
- საგარეო რეზოლუციაზე: არ ემყარება ობიექტურ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს
- პაპუაშვილი EU-ზე: საქართველო ნამდვილად არ აპირებს სსრკ-ზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას
- პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები




