ამაზე მძიმე რეზოლუცია წარმოუდგენელია. ახლა ორი რამ დარჩა: ამ ყველაფრის ბრიუსელში აღსრულება და ასევე, საქართველოში პროტესტის გაგრძელება, კიდევ უფრო გაფართოება და გამძლავრება. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება [...]
ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ძალიან დიდი ერთსულოვნებაა. ვფიქრობ, ამაში, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ნებამ შეიტანა. ვინც აქ ვიყავით, ჩვენც, ოპოზიციონერებმაც ბევრი ვიმუშავეთ და ასევე, ჩვენმა კოლეგებმა თბილისიდან. ყველა თავის პარტიულ ჯგუფს ეკონტაქტა და მივიღეთ ის შედეგი, რაც არის. ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია - ხალხის, პარტიების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების - ერთად შევძელით.