მართალია, ეს არ არის პირველი კრიტიკული რეზოლუცია რუსული ოცნების წინააღმდეგ, თუმცაღა ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველი მომდევნო რეზოლუცია უფრო და უფრო მკაცრდება და კომისიას, რომელიც არის აღმასრულებელი შტო ევროკავშირის, ევროპის საბჭოსთან ერთად, მოუწოდებს კონკრეტული ნაბიჯებისკენ. ჩვენ ვიცით, რომ შედეგი, რომელიც შეიძლება ერთგვარად მცირედ გვეჩვენოს, მაგრამ კონკრეტული შედეგი, რომელიც მიღებული იქნა დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით, უკვე გამოიღო.
ეს რეზოლუცია არის იმის საფუძველი, რომ დარწმუნებით ვთქვათ, რომ სანქციების პოლიტიკა აქ არ გაჩერდება და ის აუცილებლად უფრო გაფართოვდება და გაღრმავდება. ის მოიცავს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს, ისევე როგორც სხვადასხვა ჩინოვნიკებს, პროპაგანდისტებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაზეც მე პირადად მუდმივად ვაპელირებ, მათ შორის სამართალდამრღვევებთან ერთად, ვინც უშუალოდ ძალადობს ხალხზე, ე.წ. ფინანსური ელიტა, ანუ ის ადამიანები, ეს კორუმპირებული და კლეპტოკრატიული კლანი, რომელზეც დგას და რითაც სულდგმულობს ბიძინა ივანიშვილი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ჩამონათვალში არიან ასეთი ადამიანები.