ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუციით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შედეგად, ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლება არალეგიტიმურია, რომელმაც საქართველო ღრმა პოლიტიკურ და კონსტიტუციურ კრიზისში შეიყვანა [...] ფაქტია, ჩვენი პარტნიორები არ აპირებენ, შეეგუონ ივანიშვილის რეჟიმის მცდელობას, რომ ქართველ ხალხს დემოკრატიული მომავალი და ევროპული არჩევანი წაართვან.
ევროკავშირი-საქართველო
ბუჩუკური რეზოლუციაზე: დადასტურდა, რომ ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლება არალეგიტიმურია
tbl.ge/72lc
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გახარია-საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური.
დღეს, 13 თებერვალს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მთავრობას დე ფაქტოსა და თვითგამოცხადებულს უწოდებს, არ ცნობს მას და ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს. ამას გარდა, რეზოლუცია ივანიშვილის რეჟიმს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საპროტესტო აქციებზე ძალადობის შემთხვევების გამოძიებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას მოუწოდებს.
გახარია-საქართველოსთვისანა ბუჩუკურისაქართველო-ევროკავშირიევროკავშირი-საქართველოევროპარლამენტიევროპარლამენტის რეზოლუციაქართული ოცნება
ამავე თემაზე
- EU-მ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერი პროექტი REACT გამოაცხადა
- გვარამია რეზოლუციაზე: მნიშვნელოვანი წვლილი, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ნებამ შეიტანა
- ბოკუჩავა რეზოლუციაზე: სანქციების პოლიტიკა აუცილებლად უფრო გაფართოვდება და გაღრმავდება
- რა წერია საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში
- კობახიძე: ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ჩვენთან, რომ მისი მიზანი ჩვენი კეთილდღეობაა