რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოსკოვში, უკრაინის საკითხზე დისკუსიისთვის მიიწვია.
ცნობისთვის, აქამდე ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პუტინთან ხანგრძლივი, პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი მზად არის აშშ-ს პრეზიდენტის და მისი დელეგაციის მისაღებად მოსკოვში.
"რუსეთის პრეზიდენტმა მიიწვია აშშ-ის პრეზიდენტი მოსკოვში და გამოთქვა მზადყოფნა მიიღოს ტრამპის დელეგაცია ორმხრივი ინტერესის სფეროში სასაუბროდ - მათ შორის, რა თქმა უნდა, უკრაინის საკითხზე". - თქვა პესკოვმა
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ასევე დაუკავშირდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც.
"მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან - ვისაუბრეთ მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებზე, გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა ერთად მუშაობისთვის [...]
[...] პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე გამიზიარა მისი და პუტინის საუბრიდან დეტალები". - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.





