12 თებერვალს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე ოპოზიციის 6 წარმომადგენელს: ელგუჯა ბაგრატიონს, მიშა ბოლქვაძეს, ედიშერ ჟღენტს, ლია ჯაყელს (ენმ), გენადი თებიძეს (ძლიერი საქართველო) და მირდატ ქამადაძეს (კოალიცია ცვლილებისთვის) უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტეს.
ბათუმელების ცნობით, ოთხივე ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიამ თავიდანვე თქვა უარი უმაღლეს საბჭოში შესვლაზე. მათივე ინფორმაციით, საბჭოში არ შედის, თუმცა სია არ ჩაუხსნია პარტიას - გახარია საქართველოსთვის.
2025 წლის 5 თებერვალს, ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უფლებამოსილება 49 ოპოზიციონერ დეპუტატს შეუწყვიტეს.