აშშ-ჩინეთი

ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ პირველად აშშ-ს სამხედრო გემებმა ტაივანის სრუტეში გაცურეს

მართვადი რაკეტებით აღჭურვილი საესკადრო ნაღმოსანი ხომალდები USS Ralph Johnson და USS Princeton
U.S. Navy photo by Mass Communication Specialist 1st Class John Philip Wagner, Jr.

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ პირველად ორი აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ხომალდმა ტაივანის სრუტეში გაცურა, რასაც ჩინეთის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რადგან ქვეყნის ხელისუფლების აზრით, მისია უსაფრთხოების მხრივ რისკებს ზრდის.

აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალები დაახლოებით ყოველ თვეში ერთხელ აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალები ზოგჯერ მოკავშირე ქვეყნების ხომალდებთან ერთად ტაივანის სრუტეს გადიან, თუმცა ჩინეთი, რომელიც ტაივანის ტერიტორიაზე პრეტენზიას აცხადებს, ამბობს, რომ სტრატეგიული საზღვაო გზა მას ეკუთვნის. 

აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადების მიხედვით, ხომალდები მართვადი რაკეტებით აღჭურვილი საესკადრო ნაღმოსანი USS Ralph Johnson და სასწავლო გემი USNS Bowditch იყო.

თავის მხრივ, ჩინეთის არმიაში განაცხადეს, რომ ჩინური ძალები ამერიკული ხომალდების სამეთვალყურეოდ გაგზავნეს.

"აშშ-ს ქმედებები არასწორ გზავნილს აგზავნის და უსაფრთხოების მხრივ რისკებს ზრდის". - განაცხადა ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის აღმოსავლეთ თეატრის სარდლობამ.

კომენტარები