ოკუპანტების კიევზე სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა ოთხი.
დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, დაშავებულთა შორის 9 წლის გოგოა, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
"უკრაინის წინააღმდეგ რუსული ტერორი თავისით არ გაჩერდება. მხოლოდ ძლიერი ნაბიჯებსა და რუსეთზე ძლიერ ზეწოლას შეუძლია ამის შეჩერება. ჩვენ ამ ომის სამართლიანად დასრულებისთვის ჩვენი პარტნიორების ერთიანობა გვჭირდება" – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.





