ზუგდიდი

ზუგდიდში მანქანა 2 ქვეითს დაიჯახა – ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. მსუბუქი მანქანა 2 ქვეითს დაიჯახა, ერთ-ერთი მათგანი, ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, რადიო ათინათი ავრცელებს.

მედიის ცნობით, მეორე ქვეითი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.  

ტაბულა მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა - უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები