ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ესტონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
ცაჰკნას თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება ძალადობას გააგრძელებს, ესტონეთი მზად არის სანქციები გაამკაცროს და მათ შორის, გააუქმოს უვიზო მიმოსვლა.
"სამწუხაროდ, ევროკავშირის გაფართოების პროცესმა შეიძლება უკუსვლა განიცადოს, რასაც საქართველოში მიმდინარე მოვლენები ადასტურებს, სადაც მმართველი პარტია ქვეყანას დემოკრატიისა და დასავლური საგარეო პოლიტიკური ორიენტაციისგან აშორებს". - განაცხადა ცაჰკნამ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას.
"ნათელია, რომ საქართველო ამჟამინდელი კურსით ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება და რომ დე ფაქტო ხელისუფლებაში მყოფ პირებს არ გააჩნიათ დემოკრატიული ლეგიტიმაცია". - თქვა ცაჰკნამ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ "ახალი არჩევნების ჩატარება კრიზისიდან გამოსვლისა და ნდობის აღდგენის გზაა.





