იაპონია უკრაინას ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის დაახლოებით 58 მილიონ დოლარს გადასცემს.
11 თებერვალს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უკრაინისა და იაპონიის მთავრობებს შორის შეთანხმების პროექტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის 8.8 მილიარდი იაპონური იენის (დაახლოებით 58 მილიონი დოლარის) ოდენობის გრანტის გადაცემას ითვალისწინებს.
ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომის დროს განაცხადა.
"ეს არის იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) სახსრები, რომლებიც აღდგენითი პროექტების დასაფინანსებლად არის განკუთვნილი. მადლობელი ვარ იაპონელი პარტნიორების, მათი მტკიცე და უცვლელი მხარდაჭერისთვის. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ მოკავშირეებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა მოვიზიდოთ დამატებითი რესურსები ქვეყნის აღდგენისთვის" – თქვა უკრაინის პრემიერმინისტრმა.