გვატემალაში, მაგისტრალზე გამავალი ხიდიდან ავტობუსის გადავარდნას სულ მცირე, 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტობუსი სან აუგუსტინიდან გვატემალას დედაქალაქში ბრუნდებოდა, როცა პუენტე ბელიჩეს ხიდიდან 20 მეტრის სიმაღლეზე გადავარდა და ნარჩენებით დაბინძურებულ მდინარეში გადავარდა.
მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ადგილზე 36 კაცის და 15 ქალის ცხედარი იპოვეს.