გვატემალა

გვატემალა საელჩოს იერუსალიმში გადაიტანს

GPO

გვატემალა ისრაელში საკუთარ საელჩოს აშშ-ის მსგავსად თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს. ამის შესახებ ბრძანება ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯიმი მორალესმა გასცა.

სოციალურ ქსელში პრეზიდენტმა დაწერა, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა.

გასულ კვირას, გაეროში რეზოლუციის მიღების დროს, რომელიც იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას აკრიტიკებს, გვატემალა იმ 9 ქვეყანას შორის იყო, ვინც ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა.

შეგახსენებთ, რომ გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციის განხილვამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაფინანსებას შეუწყვეტდა ყველა ქვეყანას, ვინც აშშ-ის წინააღმდეგ მისცემდა ხმას.

კომენტარები