ივანიშვილის ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წინა ხელისფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის წევრების ვინაობა ბიუროს სხდომაზე დაასახელა.
ქართული ოცნებიდან – თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია;
ხალხის ძალიდან – სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი;
ევროპელი სოცილისტებიდან – ილია ინჯია.
კომისია შედგება 10 წევრისგან, 8 წევრი არის შევსებული, დანარჩენი ორი უფრაქციო დეპუტატებს ეკუთვნით, კერძოდ, პარტია გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლებს, რომლებსაც მანდატების დატოვებაზე პარლამენტისთვის არ მიუმართავთ.
ქართულმა ოცნებამ "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია" შექმნა.
დადგენილებით, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა განსაზღვრულია სამი თვით. თუ საგამოძიებო კომისია რეგლამენტით გათვალისწინებულ 3 თვეში ვერ მოასწრებს თავის საქმიანობას, ამავე რეგლამენტის გათვალისწინებით, მისი ვადა გაგრძელდება, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა.





