რუსული რეჟიმი

პაპუაშვილი ჟურნალისტებს: პარლამენტარზე აკიდება, თუ ის უარს ამბობს ინტერვიუზე - დარღვევაა

რატო იტყუებით? ბრიტანული სტანდარტი ხომ ამას გულისხმობს, რომ Fake ნიუსები არ უნდა გავრცელდეს? თქვენ ახლა ამბობთ, რომ თითქოს, რომელიმე ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერდა პარლამენტში, იმის გამო, რომ არასასურველი კითხვა დასვა. [...]

სიმართლე არის შემდეგი, აი, გეტყვით რა არის სიმართლე და მითხარით, არის თუ არა ეს სიმართლე. სიმართლე არის შემდეგი, რომ დარღვევას წარმოადგენს არა კითხვის დასმა ან ა.შ. ან არასასურველი თუ სასურველი კითხვა... დარღვევას წარმოადგენს შემდეგი რამ,  როდესაც პარლამენტის წევრი, აპარატის წევრი, ან ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ შენობაში იმყოფება და რომელზეც პასუხს ვაგებ მათ შორის, მე და მედიას ეძლევა საშუალება ამ შენობაში ნებისმიერ ადგილას იაროს და ჰქონდეს კომუნიკაცია მისთვის სასურველ რესპოდენტთან, თუკი რესპოდენტი უარს ეუბნება ინტერვიუს მიცემაზე, აქ უნდა მორჩეს საკითხი. [...]

მიდის რესპოდენტი და როცა მიდის და აკიდება მასზე, ადევნება და როდესაც იცი, რომ რესპოდენტი არ გაძლევთ კომენტარს და ხდება მისი დერეფნებში შევიწროება და ა.შ. აი, ეს წარმოადგენს დარღვევას. [...]

ამიტომ, წესები ყველამ იცის, ყველას აკრედიტაცია აღებული გაქვთ ამ პირობით და ამ წესებს იცნობთ. 2 წელია მგონი, მოქმედებს და რამდენიმე ათეული ათასი შემოსვლა-გასვლა იყო ჟურნალისტის. სულ იყო, თუ არ ვცდები, 10, 12, მაქსიმუმ 15 შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტმა დაარღვია და მაინცდამიანც ამ წესს არღვევებ ხოლმე. 

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

კომენტარები