რეჟიმმა მოსამართლის სახლთან გამართული აქციის მონაწილეები 5 000 ლარით დააჯარიმა - გადაწყვეტილება მოსამართლე ციცინო მოსიძემ მიიღო.
დააჯარიმეს ჟურნალისტი - გელა მთივლიშვილი, მუსიკოსი - ნინო ქათამაძე, მასწავლებელი - ლადო აფხაზავა, ჟურნალისტი - ხვიჩა ვაშაყმაძე, ფსიქოლოგი - ქეთევან ფილაური, ფსიქოლოგი - მაია ცირამუა, აქტივისტი - ირინა ზარანდია, ლანჩხუთის საკრებულოს წევრი - გივი ცინცაძე და ჟურნალისტი - ეკა კუხალაშვილი.
26 იანვარს ქუთაისში, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან რეჟიმის პატიმრის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო შეკრება გაიმართა. მოქალაქეები აპროტესტებდნენ სააპელაციო სასამართლოს მიერ ჟურნალისტის სარჩელის დაუშვებლად ცნობას.





