რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე 83 დრონით მიიტანა იერიში

RBC Ukraine

9 თებერვლის ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინაზე 83 უპილოტო საფრენი აპარატით, მათ შორის Shahed-ის და სხვადასხვა ტიპის იმიტაციური დრონით მიიტანა იერიში. უკრაინულმა მხარემ 61 დრონის ჩამოგდება მოახერხა, კიდევ 22 კი ლოკაციურად დაიკარგა.

ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალდნენ სუმის, ხარკოვის, პოლტავის და კიროვოგრადის რეგიონები.

"9:00 საათის მდგომარეობით, დადასტურებულია 61 საბრძოლო Shahed-ის და სხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება კიევის, ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივისა და ხერსონის ოლქებში" - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთმა დრონები კურსკის, ორლის, მილეროვოს, შატალოვოს, ბრიანსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის მიმართულებიდან გაუშვეს.

კომენტარები