აშშ-რუსეთი

კრემლი ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარს არც ადასტურებს და არც უარყოფს

Insider

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა არც უარყო და არც დაადასტურა ცნობები აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ.

ამის შესახებ პესკოვმა გამომცემლობა Известия-სთან ისაუბრა.

8 თებერვალს The New Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომდონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების საკითხზე ტელეფონით ელაპარაკა.

"ვაშინგტონის ადმინისტრაციის სამუშაო პროცესის ფარგლებში მრავალი განსხვავებული კომუნიკაცია წარმოიქმნება და ეს კომუნიკაციები სხვადასხვა არხების მეშვეობით მიმდინარეობს" - ასე უპასუხა შეკითხვას პესკოვმა.

დასმულ კითხვაზე, თუ რამდენჯერ ულაპარაკიათ ქვეყნების ლიდერებს ერთმანეთთან, ტრამპმა პასუხის გაცემა არ მოინდომა. 

კომენტარები