რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუსეთმა სუმის ოლქი დაბომბა, არიან დაღუპულები

უკრაინის პროკურატურა

რუსეთმა ბომბდამშენებით სუმის ოლქზე იერიში მიიტანა. 

დაბომბვის შედეგად 3 მართვადი ავიაბომბი ორ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა. შემთხვევა სუმის ოლქის სოფელ მიროპოლიეში მოხდა.

სახლების ნანგრევებში 3 ადამიანის სხეული იპოვეს. 42 და 57 წლის კაცები, მესამე დაღუპულის ვინაობა ვერ დადგინდა.

სუმის საოლქო ადმინისტრაციის თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება, ნანგრევებში შესაძლოა სხვებიც იყვნენ.

ადგილობრივმა პროკურატურამ უკვე შესაბამისი სისხლის სამართლი საქმე აღძრა.

რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები