საპროტესტო აქციაზე დაკავებული მათე დევიძის შემდეგი სასამართლო პროცესი 19 თებერვალს გაიმართება.
დღეს, 7 თებერვალს გამართულ სხდომაზე წარმოდგენილი იყო და დაიკითხა ბრალდების მხარის მოწმე.
პოლიციამ 2003 წელს დაბადებული მათე დევიძე 19 ნოემბერს, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, დააკავა.
დევიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.