ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპმა ტრანსგენდერი ქალების ქალთა სპორტში მონაწილეობის აკრძალვის ბრძანება გამოსცა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებენ ბრძანებას, რომელიც ტრანსგენდერი ქალების ქალთა სპორტში მონაწილეობას კრძალავს.

ბრძანებაზე ხელმოწერის შემდეგ, ტრამპმა თქვა, რომ ამით "ქალების სპორტზე ომი დასრულებულია". 

ბრძანება საშუალებას აძლევს განათლების დეპარტამენტს დააჯარიმოს სკოლები, რომლებიც ტრანსგენდერ ქალ სპორცმენებს აძლევს საშუალებას, მონაწილეობა მიიღონ ქალთა სპორტში, რაც მოიაზრება "Title IX"-ის დარღვევად, რომელიც კრძალავს სკოლებში სქესობრივ დისკრიმინაციას. ნებისმიერ სკოლას, რომელიც ამ პრინციპს დაარღვევს, შესაძლოა ფედერალური დაფინანსება შეუწყდეს.

Title IX 1972 წელს მიღებული დოკუმენტია, რომელიც განათლების სისტემაში ადამიანებს სქესობრიბი დისკრიმინაციისგან იცავს. ყველა სკოლა, რომელიც ფედერალურ დაფინანსებას იღებს, სხვა პრინციპებთან ერთად, ასევე ვალდებულია ყველა მოსწავლეს თანაბარი სპორტული შესაძლებლობები შესთავაზოს.

მანამდე, 28 იანვარს, ტრამპმა ტრანსგენდერი სამხედროების ჯარში მსახურობის აკრძალვის შესახებ ბრძანება გამოსცა.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ იმ გენდერთან იდენტიფიცირება, რომელიც არ შეესაბამება პირის ბიოლოგიურ სქესს, "წინააღმდეგობაში მოდის ჯარისკაცის ვალდებულებასთან, იცხოვროს ღირსეული, მართალი და დისციპლინის მქონე ცხოვრების წესით, მათ შორის, პირად ცხოვრებაშიც კი".

განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ "აშშ-ის მთავრობის პოლიტიკა მიზნად ისახავს მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას ჯარის მზადყოფნის, საბრძოლო ეფექტიანობის, ერთიანობის, პატიოსნების, თავმდაბლობის, ერთგვაროვნებისა და ღირსების კუთხით. ეს პოლიტიკა შეუთავსებელია გენდერული დისფორიით დაავადებული პირების სამედიცინო, ქირურგიულ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებთან. ეს პოლიტიკა ასევე არ არის თავსებადი ნაცვალსახელთა ცვალებად გამოყენებასთან ან ისეთი ნაცვალსახელების გამოყენებასთან, რომლებიც ინდივიდის რეალურ სქესს არ ასახავენ".

ამჟამინდელი მონაცემებით, აშშ-ს ჯარში, დაახლოებით 15 000 ტრანსგენდერი პირი მსახურობს, რომლებსაც, ბრძანების თანახმად, სამედიცინო საფუძველზე გაათავისუფლებენ და სამხედრო სამსახურისთვის შეუფერებლად ჩათვლიან.

ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, 2019 წელს ძალაში შევიდა ბრძანება, რომლითაც ტრანსგენდერ პირებს აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება აეკრძალათ, თუმცა, ბრძანება არ ვრცელდებოდა უკვე სამსახურში მყოფ პირებზე.

კომენტარები