კობახიძე: ჩვენი პასუხისმგებლობაა კანონმდებლობაში ხარვეზების მაქსიმალურად აღმოფხვრა

დღეს მმართველმა გუნდმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, რომელიც შეეხება საკანონმდებლო პაკეტს. აქ საუბარია ამერიკული ფარას ასლის დაინიცირებაზე, ასევე შეეხება საკითხი მედიის შესახებ კანონმდებლობას, სადაც გაწერილი იქნება ობიექტურობის სტანდარტები, ასევე ეთიკური სტანდარტები, იქნება ბრიტანულ მოდელზე დაფუძნებული ეს ყველაფერი, ასევე არის მთელი რიგი სხვა ინიციატივები... ძალიან სწორად ითქვა ბრიფინგზე, რომ ჩვენ ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. უამრავი ხარვეზი იყო კანონმდებლობაში, თავსმოხვეული ხარვეზები და რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ თავსმოხვეული ხარვეზების მაქსიმალურად აღმოფხვრა, ქვეყანა უნდა იმართებოდეს ეფექტიანად და სწორედ ამას უზრუნველყოფს ის პაკეტი, რომელიც დაინიცირდება.

ამბობს ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის მიერ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები