ცხადია, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ჩანასახშივე არალეგიტიმურია, რადგან ის არალეგიტიმურმა პარლამენტმა უნდა მიიღოს და შემდეგ ხელი არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, ერთადერთი მიზანი აქვს: რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა შეწყვიტონ. თუმცა, ძალიან ხშირად, მსგავსი ტიპის ცვლილებები - განსაკუთრებით, ბოლო თვეებმა ანახა, რომ ხელისუფლებას საწინააღმდეგოდ უტრიალდება.
tbl.ge/7238
დაკოპირდა

თქვა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ ივანიშვილის რეჟიმის ახალ, გამკაცრებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და რეპრესიულ პოლიტიკაზე.
ცნობისთვის, 3 თებერვალს, ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგისას განაცხადა, რომ გაიზრდება ადმინისტრაციული ჯარიმები და პატიმრობის ვადა 60 დღემდე - ასევე, სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირისა და საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისივე განცხადებით, "ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით" სისხლის სამართლის კოდექსშიც შედის ცვლილებები.
ამავე თემაზე
- დღეს მიღებული რეზოლუცია სკანდალია თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის – პაპუაშვილი
- რა წერია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჰააგის დეკლარაციაში საქართველოს შესახებ
- სტრასბურგმა ე.წ. FARA-ზე და გრანტების კანონზე საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო
- იოსელიანი: 2025 წელს აქციებზე დაკავებული 573 პირიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 302
- Amnesty International საქართველოს შესახებ კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს




