ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპი UNRWA-ს დაფინანსების შეჩერებას გაახანგრძლივებს, აშშ კი UNHRC-ს კვლავ დატოვებს

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხვალ ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აკრძალავს მომავალში გაეროს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს (UNRWA) დაფინანსებას და ასევე, კიდევ ერთხელ გამოიყვანს აშშ-ს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან (UNHRC). ინფორმაციას Politico მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მოპოვებულ თეთრი სახლის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ "ვერ შეასრულა თავისი მიზანი და კვლავ გამოიყენება იმ ქვეყნების დამცავად, რომლებიც ადამიანის უფლებათა საშინელ დარღვევებს სჩადიან". ამასთან, დოკუმენტი კვლავ გმობს საბჭოს პოზიციას ისრაელთან დაკავშირებით.

ბაიდენის ადმინისტრაციამ UNRWA-ს დაფინანსება გასულ წელს შეაჩერა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ორგანიზაციის თანამშრომლების 7 ოქტომბრის თავდასხმაში სავარაუდო მონაწილეობის შესახებ. ამის შემდეგ აშშ-ში მიიღეს კანონი, რომელიც UNRWA-სთვის დაფინანსების შეჩერებას მიმდინარე წლის მარტამდე ითვალისწინებდა.

კომენტარები