ივანიშვილის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დაარეგისტრირეს - კომისია 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და პოლიტიკოსების მმართველობის პერიოდში მათ "საქმიანობებს" შეისწავლის.
"2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მომართვა არის ქართული ოცნების მხრიდან. ჩვენ ეს უნდა ავსახოთ პლენარული სხდომის დღის წესრიგში. დასკვნები არსებობს ამასთან დაკავშირებით და უკვე პლენარულ სხდომაზე განიხილება როგორც იცით პირდაპირ." - თქვა პაპუაშვილმა.
"ვინც არ ითანამშრომლებს საპარლამენტო გამოძიებასთან, ყველას მიმართ იქნება გამოყენებული შესაბამისი ზომების გატარება, რაც არის გათვალისწინებული ჩვენი კანონმდებლობით". - განაცხადა კობახიძემ.
მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ კვირაში დაინიცირებული კომისია 6 თვე იმუშავებს და მისი დასკვნა, მოგვიანებით, "დამნაშავეების დასჯის მიზნით", პროკურატურას გადაეცემა.





