რუსული რეჟიმი

დეა მამისეიშვილი ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც პოლიცია ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს

Dea Mamiseishvili/Facebook

"მთავარი არხის" ჟურნალისტი, დეა მამისეიშვილი Facebook-ზე ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც პოლიციელი მას გადაღებაში ხელს უშლის და შემდგომ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. 

მამისეიშვილი ცდილობდა, მოქალაქესა და პოლიციელს შორის საუბარი გადაეღო. 

"ამ ვიდეოს მხოლოდ იმიტომ ვდებ, რომ იცოდეთ, ვის ეძახით პოლიციას. იცოდეთ, რომ როცა დაგიმარტოხელებენ, არც დარტყმას დაგაკლებენ და არც გინებას და ათას შეურაცხმყოფელ სიტყვას. მე რომ არაფერი დამაკლდა იმით, როგორც მომექეცით, კი იცით. იმ მახინჯ სისტემასთან ბრძოლა, რომლის ნაწილიც ხართ, დიდი ხანია გაცხადებული მაქვს. მაგრამ, იმ ხალხმა მინდა ნახოთ ეს, ვისაც ჯერ კიდევ გჯერათ, რომ ეს პოლიცია გმირია. არა! არც გმირია, არც პოლიციელია და არც კაცია, არც ერთი! წერტილი! თქვენს თავებზეც გავიარე და, ჰო, ცეცხლი ოლიგარქიას!" - წერს მამისეიშვილი.

კომენტარები