უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო საიდუმლოების გათქმის მუხლით გამოძება დაიწყო, მას შემდეგ რაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილო ბუდანოვის სიტყვები Українська правда-ში გამოქვეყნდა.
უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება ეხება იმ პირებს, რომლებმაც სახემწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია დახურულ შეხვედრაზე უშუალოდ მიიღეს და გასცეს. ამ დრომდე გამოძიებაში ჩართული კონკრეტული პირების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
27 იანვარს მედიის სტატიაში ნათქვამი იყო, რომ მათი წყაროს ცნობით, უკრაინის უმაღლესი რადის დახურულ სხომაზე ბუდანოვმა თქვა, რომ "თუ [2025 წლის] ზაფხულამდე არ იქნება სერიოზული მოლაპარაკებები, შესაძლოა ძალიან სახიფათო პროცესები დაიწყოს, რომელებსაც შეეძლება უშუალოდ უკრაინის არსებობას შეუქმნას საფრთხე".
იმავე დღეს, დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ მედიაში გავრცელებული ციტატა, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.





