რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ კიდევ ერთი მასიური იერიში მოიგერია, განადგურებულია 59 რუსული დრონი

Pravda.ua

31 იანვარს, რუსეთმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური იერიში მიიტანა. 102 რუსული დრონიდან საჰაერო თავდაცვის ძალებმა 59 გაანადგურა.

გარდა ამისა, უკრაინის რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად, 37 დრონი ლოკაციურად დაიკარგა.

რუსეთმა დრონები კურსკის, ბრიანსკის, მილეროვოს, პრიმორსკო-ახტარსკის და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან ააფრინა.

საჰაერო ბრძოლა ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, დნეპროპტეროვსკის, ნიკოლაევისა და ოდესის რაიონებში მიმდინარეობდა.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები