რუსული რეჟიმი

რეჟიმმა კამერების დაზიანებისთვის დაკავებული მუმლაძე და ხუტაშვილი პატიმრობაში დატოვა

დანიელ მუმლაძე და გურამ ხუტაშვილი

რეჟიმის მოსამართლე ლელა კალიჩენკომ რუსთაველის გამზირზე მდებარე კამერების დაზიანების დამო დაკავებული გურამ ხუტაშვილის და დანიელ მუმლაძე პატიმრობაში დატოვა. 

ორივე დაკავებული ბრალს აღიარებს. დაცვის მხარემ მტკიცებულებები უდავოდ გახდა. საუბარია საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, თუმცა ჯერ შეთანხმება მიღწეული არაა. 

"დანიელ მუმლაძე, დაბადებული 2001 წელს, თავისი ცხოვრების განმავლობაში არ ყოფილა საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ, ჰყავს 3-წლამდე, მცირეწლოვანი შვილი, კაცი მუშაობდა მიმტანად და მიჰქონდა სახლში ქირის და 3 წლის ბავშვის აღზრდის ფული. ის ფაქტი, რომ ეს კაცი სადღაც მალულად გავა ქვეყნიდან და დაემალება სასჯელს, სადაც საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს და ხალხის დახმარებით სრულად ანაზღაურებს ზიანს, არის სიგიჟე". - ამბობს ადვოკატი, ომარ ფურცელაძე.

დაკავებულების პატიმრობაში დატოვება პროკურატურამ მოითხოვა, პროკურორის თქმით, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე. პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა მოსამართლემაც.

შსს-მ 1998 წელს დაბადებული გურამ ხუტაშვილი  12 დეკემბერს დააკავა, მას 112-ის ბალანსზე არსებული 7 სამეთვალყურეო კამერის დაზიანებას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ხუტაშვილს 6-წლამდე პატიმრობა ემუქრება. იგივე ბრალდება აქვს წარდგენილი დანიელ მუმლაძესაც.

კომენტარები