რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მედვედევი ზელენსკიზე: გზააბნეული პერსონაჟი გააგრძელებს მოლაპარაკებების დაწყების გაწელვას

გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ამჟამინდელი მომენტისა და ე.წ. უკრაინის ხელისუფლების უფლებამოსილების ამომწურავი დახასიათება წარმოადგინა. მოლაპარაკებები შესაძლებელია, მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთი მათთვის საკმაოდ განსაზღვრული პირობების შემთხვევაში არის მზად. დარეხვილი კიეველი ჯამბაზი უბრალოდ არალეგიტიმური გახდა. მან კენჭისყრით ხელახლა არჩევაც შეიძლება სცადოს, მაგრამ ეს მისთვის უკიდურესად სახიფათოა: ის ან ვინმე (ვალერი) ზალუჟნისთან წააგებს, ან მის სუსტ, ბრძოლაში მყოფ ფიგურას ანგლო-საქსონი გროსმაისტერები უბრალოდ საჭადრაკო დაფიდან აიღებენ. [...]

ესე იგი, ეს გზააბნეული პერსონაჟი გაქონილ მწვანე მაისურში კიდევ გააგრძელებს პათოლოგიურად ტყუილს, მოლაპარაკებების დაწყების სხვადასხვანაირად გაწელვასა და 18 წლისების ომში გაგზავნას.

თქვა რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა რუსულ სამთავრობო მედიასთან, РИА Новости-სთან რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე საუბრისას.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის "ხალხის გამოყოფა" შეუძლია.

ამავე ინტერვიუში პუტინი ირწმუნებოდა, რომ "მოლაპარაკებების წარმოება ნებისმიერთან შეიძლება", თუმცა ზელენსკის ძალაუფლება არალეგიტიმურია და ამიტომ მოლაპარაკებების დაწყებაც არალეგიტიმური იქნება.

კომენტარები