რუსული რეჟიმი

რეჟიმის სასამართლომ 18 წლის საბა ჯიქია პატიმრობაში დატოვა

რეჟიმის სასამართლომ, აქციების დროს დაკავებული 18 წლის საბა ჯიქია პატიმრობაში დატოვა. 

დაცვის მხარემ დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შუამდგომლობა დააყენა და სასამართლოს მის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება შესთავაზა, თუმცა მოსამართლე  ლელა კალიჩენკომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ჯიქია პატიმრობაში დატოვა. 

საბა ჯიქია ბრალს არ აღიარებს. საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა, სხდომა 11 თებერვალს 14:00 საათზე გაიმართება.

18 წლის საბა ჯიქია 5 დეკემბერს დააკვეს. მას რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯიქიას 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები