ევროპის საბჭო

წულუკიანი პოლიციელებს: თქვენი დაზიანების ფოტო-ილუსტრაცია გავაცანი ევროპელ დეპუტატებს

მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ ორმა მონიტორმა [ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ორმა თანამომხსენებელმა], მომხსენებელმა საქართველოდან ჩამოიტანა ამბავი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება მას ბოლომდე ეთანამშრომლა. ამ ნაწილში მაღალი დონის პატიოსნება გამოიჩინეს და თქვეს სიმართლე, მათ დღეს ეს ყველა ფორმატში აღნიშნეს და არიან კმაყოფილნი, რომ ყველასთან და ყველგან დაშვება ჰქონდათ. ამიტომ, მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტს, მთავრობას, სხვადასხვა სამინისტროსა და საქვეუწყებო დაწესებულებას, ვინც ჩვენთან ერთად მუშაობდა ამ ვიზიტის სწორად ორგანიზებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მომხსენებლებმა თქვეს, ქართული ოცნების ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მონიტორინგის კომისიას შეუქმნას მუშაობის კარგი პირობებიო.

ეს რომ სხვანაირად ეთქვათ, რა თქმა უნდა, ჩვენი საქმე იქნებოდა უფრო რთულად.

რაც შეეხება დანარჩენს, როგორ გითხრათ, მათ თავიანთ პოლიტიკურ მოკავშირეებს გარკვეული კოჭები უგორეს, სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვა და უფრო ნაკლებად გამოიყენეს ის მტკიცებულებები, რაც ჩვენმა ძალოვანმა სტრუქტურებმა მათ მიაწოდეს, რის გამოც მე მქონდა საპასუხო პოზიცია დახურულ სხდომაზე.

მინდა, ჩვენს თითოეულ პოლიციელს ვუთხრა, რომ მე თითოეული თქვენგანის დაზიანების ფოტო-ილუსტრაცია გავაცანი ევროპელ დეპუტატებს, ვაჩვენე ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ძალოვან სტრუქტურებზე თავდასხმას და მათი უფლებების ხელყოფას თვალსაჩინოს ხდიდა და ამ მხრივ, ეს რაღაცნაირად გამოვასწორეთ, მაგრამ მომხსენებლებმა ეს მორიდებულად ახსენეს, სამწუხაროდ, მხოლოდ თავიანთ მოხსენებაში. უფრო მეტი დრო დაუთმეს იმას, რომ დემონსტრანტები არიან დაზიანებულები, რაც, რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ სამართლიანობას უნდა ჰქონდეს თავისი ფასი.

თქვა TV იმედის ეთერში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული ოცნების დელეგაციის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა.

კომენტარები