რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სიიარტოს თქმით, რუსეთზე სანქციების განახლების სანაცვლოდ EU-სგან გარანტიები მიიღეს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, რუსეთზე სანქციების განახლების სანაცვლოდ უნგრეთმა EU-სგან გარანტიები მიიღო. ამის შესახებ სიიარტო Facebook-ზე წერს.

"ცხადია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცულობა მთელი ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხია" – წერს სიიასტრო. 

 ბოლო დღეებში უნგრეთი საჯაროდ განიხილავდა რუსეთზე ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვების განახლებაზე უარის თქმის შესაძლებლობას. მიზეზად უნგრეთი ენერგოუსაფრთხოებას ასახელებდა.

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა 24 იანვარს თქვა, რომ უკრაინამ უნდა აღადგინოს ევროკავშირისთის საკუთარი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის მიწოდება. 

სიიასტროს თქმით, შეთანხმების დეტალები მალე გახდება ცნობილი.

გამოცემა Politico-მ 24 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უნგრეთი, სავარაუდოდ, რუსეთზე ევროკავშირის სანქციების განახლების დაბლოკვასთან დაკავშირებულ მუქარებს უკან წაიღებს მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის მიმართ მუქარის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა საკითხზე ინფორმირებულ ხუთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომენტარები