თბილისის მერია

კალაძე: მერიაში რეორგანიზაციაა, კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ მერიაში დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში კიდევ ბევრ თანამშრომელს გაათავისუფლებენ. 

კალაძის თქმით, ადამიანებს პოლიტიკური შეხედულებების გამო არ უშვებენ.

"ჩვეულებრივი სისულელეა, რომ თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით ვუშვებთ. ჩვენ დედაქალაქის მერიაში რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება, ვინც გასათავისუფლებელია და თავის უფლება- მოვალეობას ვერ ასრულებს.

ასევე, ზოგიერთ თანამშრომელს დაუმთავრდა ხელშეკრულება. ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება - როდესაც შენს თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა ეწურება, შენ იღებ გადაწყვეტილებას, გჭირდება თუ არა, ან ასრულებს თუ არა სამსახურებრივ მოვალეობას შესაბამის დონეზე, რომელიც შენ და შენს სამსახურს აკმაყოფილებს.

ბევრი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ იმ ადამიანების, რომლებსაც ჰქონდათ და
ახლაც აქვთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, ასევე, ხელი მოაწერეს
პეტიციას, თუმცა, ისინი ჩვეულებრივ აგრძელებენ თბილისის მერიაში მუშაობას", - ამბობს კალაძე. 

კომენტარები