ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის აეროპორტში მგზავრებს OMNIBUS-ის და Georgian Bus-ის გარდა, მეტრო ჯორჯიაც გადაიყვანს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსით მგზავრთა გადაყვანის მომსახურებაზე უფლების მოსაპოვებლად ინტერესი სამმა სატრანსპორტო კომპანიამ დააკმაყოფილა.

ჯორჯიან ბასთან და ომნიბუს ექსპრესთან ერთად მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე და პირიქით, მესამე სატრანსპორტო კომპანია - მეტრო ჯორჯიაც გადაიყვანს. კომპანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირება უკვე დაიწყო და მგზავრებს თბილისიდან და ბათუმიდან გადაიყვანს. 

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წარმოდგენილია უკვე მესამე სატრანსპორტო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ქუთაისის აეროპორტიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ ტრანსპორტირებას. ამ ეტაპზე, შემოგვიერთდა სატრანსპორტო კომპანია მეტრო ჯორჯია, რომელიც ოპერირებს უახლესი სტანდარტის მქონე სამგზავრო ავტობუსებით და დღეიდან, მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ბილეთები და ისარგებლონ კომპანიის მომსახურებით" - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ოპერირების დირექტორმა ლევან ცხადაძემ. 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს, მეტრო ჯორჯია, სხვა კომპანიების მსგავსად,  თბილისიდან და ბათუმიდან ფრენებზე მორგებულ განრიგებს შესთავაზებს. ბილეთების შეძენა კომპანიის ვებგვერდზე https://metrogeorgia.ge/ უკვე შესაძლებელია.

კომენტარები