რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Reuters: პუტინს მიაჩნია, რომ ომის მთავარ მიზნებს უკვე მიაღწია

საინფორმაციო სააგენტო Reuters-თან კრემლთან დაახლოებულმა წყარომ თქვა, რომ ვლადიმირ პუტინის აზრით, უკრაინაში მიმდინარე ომის მთავარი მიზნები უკვე მიღწეულია. 

წყაროს თქმით, ამ მიზნებს შორის არის ანექსირებულ ყირიმთან დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციით სახმელეთო კავშირის დამყარება და უკრაინის არმიის დასუსტება. ამავე ანონიმურმა პირმა Reuters-თან საუბარში თქვა, რომ პუტინი რუსეთის ეონომიკაზე ომის გამო დაწესებული სანქციებით გამოწვეული ზეწოლის მნიშვნელობას აღიარებს ეკონომიკურ. მისი თქმით, ეს არის "დიდი პრობლემები", როგორიცაა არასამხედრო ინდუსტრიისა და ბიზნესების მაღალი საპროცენტო განაკვეთი.

Reuters-თან საუბარში ხუთმა წყარომ თქვა, რომ პუტინი უფრო და უფრო წუხს რუსეთის ომის დროინდელ ეკონომიკაზე, მაშინ, როცა აშშ-ს ახალ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ომის დასრულება სურს. ვრცლად, თუ რა ისაუბრეს წყაროებმა Reuters-თან, წაიკითხეთ აქ -Reuters: პუტინი სულ უფრო მეტად არის შეწუხებული ეკონომიკის გაუარესებული მდგომარეობით.

 

კომენტარები