22 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელ Truth Social-ში პოსტი გამოქვეყნა.
"არ ვცდილობ რუსეთისთვის ტკივილის მიყენებას. მე რუსი ხალხი მიყვარს, ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ პუტინთან - და ეს რადიკალური მემარცხენეების "რუსეთი, რუსეთი, რუსეთის" ტყუილის მიუხედავად. ჩვენ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში დაგვეხმარა, ამ პროცესში 60 000 000 ადამიანის სიცოცხლის დაკარგვით.
ყოველივე ამის მიუხედავად, მე ვაპირებ, რომ რუსეთისა, რომლის ეკონომიკაც მარცხს განიცდის, და პრეზიდენტ პუტინის მიმართ ძალიან დიდი წყალობა გამოვიჩინო. ახლავე გარიგდით და შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი! ამიერიდან ვითარება მხოლოდ გაუარესდება. თუ ჩვენ მალე "შეთანხმებას" არ მივაღწევთ, ყველაფერზე, რასაც რუსეთი აშშ-სა და სხვა მონაწილე ქვეყნებში ყიდის, მაღალი გადასახადების, ტარიფებისა და სანქციების დაწესება მომიწევს.
მოდი, დავამთავროთ ეს ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი! ამის გაკეთება შეგვიძლია მარტივი გზით, ან რთული გზით - და მარტივი გზა ყოველთვის უკეთესია. დროა "შეთანხმებას მივაღწიოთ. მეტი სიცოცხლე არ უნდა დაიკარგოს". – დაწერა ტრამპმა.
ტრამპის პოსტს სოციალურ ქსელებში და სამთავრობო ტელევიზიებში კრემლის პროპაგანდისტები გამოეხმაურნენ.
"ტრამპი რჩება სისტემური მტერი. მას არ აქვს საფუძველი ჩვენთან პოზიტიური კონტაქტი ჰქონდეს. "გზავნილი", რომელიც მან დაწერა, ძალიან საინტერესოა იმით, რომ ამერიკელებს დღემდე მიაჩნიათ, რომ ომში მათ გაიმარჯვეს, ხოლო ჩვენ დავეხმარეთ. ციფრიც მოჰყავს, 60 მილიონი, რაც, ზრდილობიანად, რომ ვთქვათ, იმაზე მიუთითებს, რომ მისი მრჩევლები ისტორიას სიღრმისეულად არ იცნობენ. ასეთ რაღაცებს, რომ ვკითხულობ ძალაუნებურად მაჯა მუშტად მეკვრება. თან, რაც მთავარია, ან დროზე მოილაპარაკეთ, ან სანქციებს შემოვიღებ... რომელ სანქციებს? დიად რუსეთთან ასე ლაპარაკი შეიძლება? ჩვენ ვაგებთ ომს? ჩვენს კართან დგას მტერი"? – თქვა საკუთარი პოდკასტის ეთერში ვლადიმირ სოლოვიოვმა.
"თურმე რუსეთი, რომელიც საბჭოთა კავშირის მემკვიდრეა, დ ა ე ხ მ ა რ ა აშშ-ს მეორე მსოფლიო ომის მოგებაში". – თქვა Россия 1-ის ეთერში ოლგა სკაბეევამ.
"ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს მიმართა.
სოციალურ ქსელ Truth-ში აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს კონფლიქტის დაუყონებლივ დასრულებისკენ მოუწოდა, განაცხადა, რომ "მერე უარესი იქნება", დაიმუქრა ახალი სანქციების მიღებით.
რა რეაქცია უნდა გვქონდეს ამაზე? თავი დავხაროთ და ვთქვათ "კი, კი, რა თქმა უნდა, უკვე გავრბივართ, გაგვყავს ჯარი. ბოდიში, აღარ ვიზამთ".
გა***ას ამ ტრამპმა, თავის გუნდათ ერთად. ეს არის რუსული დიპლომატიის სტილის დაცვით, ერთადერთი სწორი და ადეკვატური მიდგომა". – წერს Telegram-ში სერგეი კარნაუხოვი.
"ტრამპმა რუსეთს ულტიმატუმი წარუდგინა!
არანაირი სასწაული არ მოხდა, როგორც ვფიქრობდით, ტრამპის გეგმა არის ულტიმატუმი და შანტაჟი.
როგორც ვამბობდი, ჯობია უარესისთვის მოვემზადოთ. ბაიდენის მმართველობას სულ მალე ნოსტალგიურად გავიხსენებთ". – წერს Telegram-ში სამხედრო პროპაგანდისტი ალექსანდრ კოცი.
"24 საათის განმავლობაში ტრამპი მეორედ გვემუქრება. არანაირი ილუზია, კაპიტალისტი, რომელსაც სხვა ქვეყნებისთვის მიუფურთხებია. არა უშავს რუსეთო, კამაზივით ხარ, რაც უფრო იტვირთები, უფრო კარგად დადიხარ გზაზე.
როგორ უნდა დაბლოკო დედამიწის ხმელეთის 1/16. კიდევ აღმაშფოთა ტრამპის ტყუილმა მეორე მსოფლიო ომის შესახებ. ძლივს დავითანხმეთ ეს ანგლო-საქსები 1944 წელს ევროპაში სამხედრო მოქმედებები დაეწყოთ.
ეს მეტ***ეები ნორმანდიაში გადმოსხდომას ბრძოლას ეძახიან, ჩვენი გამარჯვებების ფონზე სტალინგრადში, ვორონეჟში, კურსკში, ხარკოვსა და ბერლინში.
ოჰ, ტრამპი. ძალიან საყვარელია". – წერს სამხედრო პროპაგანდისტი ალექსანდრ სლადკოვი.





