გამოძიებას უნდა ჰქონდეს სრული წვდომა[კადრებზე] და მხარეებსაც უნდა ჰქონდეთ, რა თქმა უნდა, სრული წვდომა იმ მასალებზე რაც დაკავშირებულია შესაბამის ინციდენტთან.
რაც შეეხება ინციდენტს თქვენ ნახეთ, როგორ წარიმართა ეს ინციდენტი. იყო სიტყვიერი შელაპარაკება თავიდან, რასაც მოჰყვა ძალადობრივი გახარიას მხრიდან, რომელმაც ჭიქა ესროლა და ყავა შეასხა ქართული ოცნების, პოლიტიკური საბჭოს წევრს და საქართველოს პარლამენტის წევრს, სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს. ხომ, ანუ აგრესიის აქტის განხორციელება, ფიზიკური აგრესიის წამოწყება მოხდა სწორედ გახარიას მხრიდან. ამას მოჰყვა შემდეგ გაგრძელება, რა თქმა უნდა, ყველა დეტალი უნდა იყოს შესწავლილი.
მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, გახარიასთან მიმართებით - როცა ხარ ნაცი, შენ გეკისრება თმენის ვალდებულება, როცა მოდის შენთან ადამიანი და გეუბნება მარტივ რამეს, მარტივ ჭეშმარიტებას, რომ შენ ხარ ნაცი, შენ ხარ ჯაშუში. ესეთ რაღაცას როცა გეუბნებიან და როცა ხარ ნაცი და ჯაშუში, შენ გეკისრება თმენის ვალდებულება. ეს არის მარტივი რამ რაც შემიძლია ვუთხრა, როგორც გახარიას, ისე სხვა ნაცებს
გიორგი გახარიაზე თავდასხმა
კობახიძე გახარიაზე თავდასხმის კადრებზე: რა თქმა უნდა, მხარეებსაც უნდა ჰქონდეთ სრული წვდომა





