ოკუპირებული აფხაზეთი

გაგრაში საკანალიზაციო მილების გაყვანისას 3 მუშა დაიღუპა

გაგრაში საკანალიზაციო მილების გაყვანის დროს 3 პირი დაიღუპა. ინფორმაციას Apsnypress ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მუშები 3.5 მეტრის სიღრმეზე მუშაობდნენ, რა დროსაც მოულოდნელად მიწა ჩამოიშალა და სამი პირი მოიყოლა. 

ადგილზე სამაშველო ჯგუფები მალევე მივიდნენ, თუმცა მიწაში მოყოლილი მუშების გადარჩენა ვერ შეძლეს და ისინი ადგილზე დაიღუპნენ.

კომენტარები