ძალიან ყურადღებით მოვუსმინე ტრამპის გამოსვლებს, რადგან მე პრეზიდენტის ორივე სიტყვით გამოსვლას დავესწარი და ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა მისმა პოზიციამ ძლიერი ამერიკის აშენების შესახებ, და ვფიქრობ, რომ როდესაც ქართველები ვაშინგტონს უყურებენ, ისინი სწორედ იმას ხედავენ, რომ როდესაც გამოწვევების წინაშე ვართ არა მხოლოდ დემოკრატიის მხრივ, არამედ გამოწვევები გვაქვს დამოუკიდებლობასთან და ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალთან მიმართებითაც, ჩვენ ძლიერი ამერიკისკენ ვიყურებით, რომელსაც შეუძლია აჩვენოს და უთხრას ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომ კავკასია, საქართველო და ეს რეგიონი, რომელიც სტრატეგიულია, მათი დასაუფლებელი არ არის, რათა კვლავ რუსული ბატონობის ქვეშ იყოს.
თუ ასე მოხდა და ამერიკა ვერ შეეწინააღმდეგა სუსტი რუსეთის მხრიდან ბატონობის ხელახლა დამყარების მცდელობას, ეს ამერიკის სისუსტედ წარმოჩნდება, ამიტომ, არ მგონია, რომ ამ მიმართულებით მივდივართ და ჩვენ, ქართველები, როგორც ამას აჩვენებენ, მზად არიან, როგორც ისტორიის მთელი 20-ზე მეტი საუკუნის განმავლობაში იყვნენ მზად, რომ დაიცვან მათი თავისუფლება და დამოუკიდებლობა, და ისინი ქუჩებში გადიან, მიდიან თავის დასაცავად, როდესაც ისინი ფიქრობენ, რომ მათი არსებობა, მათი დამოუკიდებლობა სასწორზეა.
დღეს ეს ხდება. ჩვენს ქვეყანაში დღეს არის მთავრობა, რომელიც არა მხოლოდ არალეგიტიმურია, რადგან ის გაყალბებული არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა - არჩევნებიდან, რომელშიც რუსეთი თავის წილ გავლენას ახდენდა და, ვიტყოდი, არჩევნების მოპარვის დახვეწილ მექანიზმებს ქმნიდა, მაგრამ ასევე იმიტომ, რომ ამ არჩევნებიდან მიღებულმა მთავრობამ და პარლამენტმა 28 ნოემბერს აირჩია პოზიცია, რომლითაც ქართველ ხალხს უთხრეს, რომ ზურგს აქცევდნენ მათ პარტნიორებს ევროპასა და აშშ-ში, და რუსეთისკენ ბრუნდებოდნენ.