ისრაელში, თელ-ავივის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში დანით შეიარაღებულმა კაცმა 4 ადამიანი დაჭრა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შემსწრე ისრაელის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მამაკაცს დანის დაგდებისკენ მოუწოდა, ხოლო დაუმორჩილებლობის შემდეგ ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა.
თავდამსხმელი მაროკოს მოქალაქე და აშშ-ის მწვანე ბარათის მფლობელია. არსებული ინფორმაციით, ის ისრაელში რამდენიმე დღის წინ ტურისტული ვიზით ჩავიდა.





