თბილისის მერია

წყნეთის გზატკეცილზე, გზის გასწვრივ, ფერდის გამაგრების სამუშაოებს ვიწყებთ - კალაძე

თბილისის მერია წყნეთის გზატკეცილზე, საავტომობილო გზის გასწვრივ, მეწყრული ფერდის გამაგრების სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.

"ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან კაკლების მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოებს ვიწყებთ. ეს ფერდი მეწყერსაშიშია, გარკვეულწილად დაძრულია და გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით, ამ ფერდის ქვემოთ ბეტონის ფილები დროებით არის განლაგებული და გადაწყვეტილება მივიღეთ, გამაგრებითი სამუშაოები დავიწყოთ - ფუნდამენტურ ჩარევას ვახორციელებთ, რომ ეს პრობლემა თავიდან ბოლომდე მოგვარდეს.

აღნიშნულ მისამართზე გრუნტის გამაგრება მანქანების უსაფრთხო გადაადგილებისთვის გახდა საჭირო. ფერდის სტაბილიზაციისთვის ანკერები, ფოლადის ბადე და ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები მოეწყობა. სამუშაოების დროს, პერიოდულად, ნაწილობრივ, გზის გარკვეული მონაკვეთზე მოძრაობის შეზღუდვა მოგვიწევს". - თქვა თბილისის მერმა.

კალაძის თქმით, პროექტი მთლიანად 8 თვეში დასრულდება.

კომენტარები