ევროპარლამენტი საქართველოზე

ევროპარლამენტარი: ვერ მივატოვებთ საქართველოს რუსეთისა და პუტინის წინაშე

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ნებას ვერ მივცემთ მათ, ვინც მოიპარა არჩევნები, შერჩეთ ეს ქურდობა. 

გამოფხიზლდით კომისიის წევრებო, ევროპული საბჭოს წევრებო. ამ პარლამენტში უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ოლიგარქ ივანიშვილის მიერ კონტროლირებადმა დეფაქტო ხელისუფლებამ მიიღო კიდევ უფრო რეპრესიული კანონმდებლობა, ხოლო მომიტინგეების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავებას ოპოზიციის გასაჩუმებლად იყენებს. სრულიად მიუღებელია ძალადობის შემთხვევები, რომლებიც გასულ კვირას გამოვლინდა. 

ჩვენ უნდა ვიყოთ ქართველი ხალხის მხარეს და მოვითხოვოთ პოლიტიპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ასევე ახალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების დანიშვნა. 

ჩვენ ვერ მივატოვებთ საქართველოს რუსეთისა და პუტინის წინაშე. უნდა ვიყოთ ახლოს, მხარი დავუჭიროთ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ქუჩებში დგანან.

თქვა ევროპარლამენტარმა ანტონიო ლოპეს-ისტურეს ვაიტმა.

კომენტარები