ევროპარლამენტი საქართველოზე

ლაგოდინსკი კობახიძეს და ყაველაშვილს: როდემდე ესკალაცია? ხალხს სურს სამართლიანი არჩევნები

ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი

ევროპარლამენტის წინაშე საქართველოს შესახებ სიტყვით წარსდგა გერმანელი პოლიტიკოსი, ევროპარლამეტარი სერგეი ლაგოდინსკი.

პირველ რიგში, ლაგოდინსკიმ უპასუხა რამდენიმე ევროპარლამენტარს, რომლებიც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციები ევრომაიდანს შეადარეს:

აქ ვსაუბრობდით დეზინფორმაციასა და სიცრუეზე. რამდენიმე ტყუილმა ამ ტრიბუნამდეც მოაღწია. აქ ამოსული ადამიანები საუბრობდნენ სისხლიან მაიდანზე, ქუჩებში ძალადობაზე, ჩვენ ვიყავით თბილისის ქუჩებში, იქ, სადაც თქვენც უნდა ყოფილიყავით, მაგრამ აქ დარჩენა ამჯობინეთ. ჩვენ ვიარეთ ამ ადამიანებთან ერთად, საღამოსა და ღამის სიცივეში. ასობით და ათასობით ადამიანი, იბრძვის თავისი მომავლისთვის, შვილიშვილების მომავლისთვის, მათ სურთ ევროპული მომავალი".

ლაგოდინსკიმ ასევე თქვა, რომ არსებობს ქართული ოცნება ევროპულ მომავალზე და არსებობს პარტია ქართული ოცნება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებზე, ოპოზიციურ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე ძალადობს.

სიტყვის ბოლოს ევროპარლამენტარმა კითხვა დაუსვა ივანიშვილის პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს:

მე ვეკითხები ირაკლი კობახიძესა და მიხეილ ყაველაშვილს რამხელა ესკალაციაზე ხართ წამსვლელები? თქვენს მოქალაქეებს სურთ მხოლოდ ერთი რამ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარებული არჩევნები, ეს მათ უნდა მისცეთ, ისინი ამისთვის იბრძვიან. თუ არ გინდათ ხალხის პირობების შესრულება მიიღებთ სანქციებს.

კომენტარები