სირია-აშშ

სირიელი ამბოხებულების ლიდერის თქმით, ტრამპი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას აღადგენს

სირიის ახალი რეჟიმის ლიდერი, აჰმედ ალ-შარაა

სირიელი ამბოხებულების ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უნაუგურაცია მიულოცა, მისი თქმით, ტრამპი ახლო აღმოსავლეთს მშვიდობას მოუტანს.

"ჩვენ გვჯერა, რომ ის [დონალდ ტრამპი] არის ლიდერი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას მოიტანს და რეგიონში სტაბილურობას აღადგენს" - წერია შარაას ადმინისტრაციის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სირიის ახალ დე ფაქტო ლიდერს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მოლოდინი აქვს: "მოუთმენლად ველით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას, დიალოგისა და ურთიერთგაგების საფუძველზე" - წერია განცხადებაში.

აჰმედ ალ-შარაა ხელმღვანელობდა ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) ჯგუფს, რომლის მეთაურობით 8 დეკემბერს წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. 

ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი (HTS) ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. იერიშამდე HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებდა. სამხედრო ოპერაციებში ჯიჰადისტების გარდა სეკულარული ძალებიც მონაწილეობდნენ. 

კომენტარები