აშშ

ტრამპმა დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების პრინციპის გაუქმებას ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპი
Brandon Bell/Getty Images

დონალდ ტრამპმა ოვალური ოფისის დაკავების პირველ დღეს დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების პრინციპის გაუქმებას მოაწერა ხელი.

ამჟამად, აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების თანახმად, ნებისმიერი პირი, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე დაიბადება, ამერიკის მოქალაქეა.

ტრამპის ბრძანების შესაბამისად, უნდა მოხდეს აღნიშნული შესწორების ინტერპრეტირება ისე, რომ ფედერალურმა სააგენტოებმა აშშ-ში დაბადებულ ბავშვს მოქალაქეობა მიანიჭონ იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მშობელი მაინც ან აშშ-ის მოქალაქეა, ან აქვს "მწვანე ბარათი" (Green card), იგივე ამერიკაში უვადოდ ცხოვრების უფლების მოწმობა.

 

კომენტარები